
ჟურნალისტი ია ანთაძე "აიპრესთან" საუბარში ამბობს, რომ "იმედის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების კვალს ვერ ხედავს, ხოლო "ფეისბუქზე", საკუთარ კედელზე, კომენტარებში წერს, რომ ეს კვალი თუ არსებობს, სეზონის დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
კომენტარი "აიპრესთან: - "ხელისუფლების კვალს ვერ ვხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. უბრალოდ, ამის შესახებ მე ნამდვილად არაფერი ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში ინგა გრიგოლია რომელიმე სხვა ტელევიზიის ეთერში ვიხილოთ. შეუძლებლად მიმაჩნია მედიასივრცის მონოპოლიზება და მისი მთლიანად გაკონტროლება".
კომენტარები საკითხის განხილვისას სოციალურ ქსელში: "ასეთი რეიტინგული გადაცემის დახურვის ასე ნაჩქარევად და შეცდომებით სავსე ტექსტით გამოცხადება, სეზონის გახსნამდე ორი კვირით ადრე, შაბათ დღეს, 22.15 წუთზე - ნამდვილად არის ამბავი, რომელიც საღი აზრის ჩარჩოში ვერ თავსდება. დანარჩენი კიდევ გამოჩნდება.
ხელისუფლების პირდაპირ კვალს ამ გადაწყვეტილებაში მე ვერ ვხედავ და კომპლექსურად არის სურათი შესაფასებელი. დაიწყოს ახალი სატელევიზიო სეზონი და გამოჩნდება ეს კვალი, თუკი არსებობს. იმას ვგულიხსმობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანი იწყებს გადაცემას, როგორც ვიცი. ეს კი დიდი ამბავია. სალომე აბსოლუტურად კონტროლსმიღმა მდგომი ადამიანია ათასი პროცენტით და ამაში ეჭვი არავის ეპარება".