-
2015-08-29 22:42
ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით გაირკვა, რომ "რეაქციისა" და "იმედის კვირის" დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დასტურდება.
განცხადებაში ნათქვამია:
"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოდ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოდ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში."