
ჰასკის ჯიშის ძუ, სახელად ჯესი, რომელიც თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით დაიჭირეს და უმრავლესობას მგელი ეგონა, პატრონს დაუბრუნდა.
მგლად მიჩნეული ძაღლის დაჭერის შემდეგ მოქალაქეებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ცხოველს ყელზე საბელი ცააბეს და გადააბარეს. საბედნიეროდ, მალე გაირკვა, რომ ჯესი ძაღლია და არა მგელი.