ნორჩი სოციალ-დემოკრატი ბენდუქიძის გარდაცვალებაზე: "გილოცავთ, ხალხო..."

Image

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ნორჩი სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი მარი იაკობიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და მის ადრესატებს კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ულოცავს, წერს რა, რომ ქვეყანას "დიდი და მავნე სოციალური პარაზიტი მოშორდა".

 

"გილოცავთ ხალხო ძალიან დიდი და მავნე სოციალური პარაზიტი მოშორდა საზოგადოებას. მაგის ინიციატივით გაუქმდა ზუსტად შრომის ინსპექცია;

 

გადაეკეტა საარსებო გზები სოფლის მეურნეობას; დაიწყო მასიური და უპრაგონოდ პრივატიზაცია; მთელი თაობები ჩარეცხეს, ჩემი და თქვენი მშობლების თაობა, ადამიანები, რომლებსაც წლების გამოცდილება ჰქონდათ და თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ბაზრის ახალ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ (მენეჯერული და ქომფიუთერ სქილები არ ჰქონდათ), ამიტომ უბრალოდ ბენდუმ აიღო და ნაგავსაყრელზე მოისროლა ისინი მათ ოჯახებთან ერთად.

 

ეგ მაგის შექმნილი თავისუფალი უნივერსიტეტი კიდე არის ბაზარზე მორგებული, ყველაზე იდეოლოგიზირებული (ოღონდ გათვითცნობიერებული რომ არ აქვთ, რომ იდეოლოგიზირებული არიან), ფსევდო ჰუმანისტი, ინდივიდუალისტი, კომფორმისტი და "სქილებიანი" ტვინგამორეცხილი კონსერვის ბანკების გამომშვები ჩვეულებრივი ქარხანა. ამ სტუდენტებს არანაირი ემპათიის განცდა არ აქვთ ადამიანების მიმართ, რომლებიც სწორედ ბენდუს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაუბედურდნენ და მართლა სჯერათ იმის, რომ მათი უმუშევრობის და შიმშილის მიზეზი მათივე სიზარმაცე და "ქართული მენტალიტეტია".

 

ეს არის არსებული სოციო-პოლიტიკური რეალობისადმი ბრმა და ყრუ ხალხი, საკუთარი პირადი ინტერესების და ამბიციების იქით რომ ვერ იხედება და დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა გეების მჩაგვრელი ეკლესია ჰგონიათ.

 

..... (რედაქციისგან: სტატუსის ბოლო ფრაზა, რომელიც შეურაცხყოფს გარდაცვლილის ღირსებას, ამოღებულია)".

 

 

მარი იაკობიძე, პარტიის წევრობის გარდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თანამშრომელიცაა. ამავე სტატუსის კომენტარებში, სადაც საუბარი ჩამოვარდა პეკინის ქუჩაზე მოკლული ტრანსგენდერის შესახებ, იაკობიძე წერს, რომ რაც მოხდა, სასიხარულო იყო:

 

soc-dem.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !