"რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი მუშაობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენელობაში მიმდინარე წელსვე შევიდეს," - ამის შესახებ საუბარია სტატიაში სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში 2014 წელსვე შევა," რომელიც თავდაპირველად საინფორმაციო პორტალ apn.ru-ზე გამოქვეყნდა.
როგორც სტატიიდან ირკვევა, კონფერენცია, სახელწოდებით "რუსეთის სტრატეგია კავკასიაში გლობალური არასტაბილურობის პირობებში"- ვლადიკავკაზსში შედგა. ამავე კონფერნეციაზე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის [РИСИ] წარმომადგენელმა, ვლადიმერ კოზინმა განაცხადა, რომ მათი ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენელობაში მიმდინარე წელსვე შევიდეს.
როგორც სტატიაში წერია, დამსწრე საზოგადოება მის სიტყვებს აპლოდისმენტებით შეხვდა.
"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სურს შესვლა. თუ არ ჩავთვლით "ელიტის" იმ მცირე ნაწილს, რომელიც საკუთარი სავარძლების შენარჩუნებაზე ფიქრობს,"- განაცხადა ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ალბერტ დუდაითიმ.
„ნეტგაზეთის“ მიხედვით.