
ბაგებში ამ წუთებში ისევ ვეფხვს ეძებენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები და შემთხვევის ადგილზე მყოფი ლევან ტაბიძე წერს, დაახლოებით ათმა კაცმა ხევიდან მხეცის ღმუილი გაიგონა. მხეცის ძებნის ოპერაცია წყნეთის გზატკიცილი 39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, სხვადასხვა ვერსიით, ბაგებში კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლის მსგავსი ცხოველი ამ დღეებში რამდენჯერმე ნახეს, თუმცა, სამი სხვადასხვა ფოტოს შეჯერების შემდეგ ძებნის პროცესში ჩაბმულმა მონადირეებმა დაასკვნეს, რომ ფოტოებზე არა ვეფხვი, არამედ კაყისებრთა ოჯახის მტაცებელი ლელიანის კატა იყო გამოსახული. ამის მიუხედავად, ბაგებიდან საფრთხის შესახებ 112-ში შესული შეტყობინებები არ წყდება.
ეკა შანიძის ფოტოები