
ძლიერ ქარს კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოჰყვა კახეთში, სტიქიამ ყვარელში მრავალწლოვანი ხეები წააქცია და ყვარელი-თელავის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტა.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმი, ჩახერგილი გზა ოპერატიულად გაიწმინდა. რეგიონის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდებოდა.