![Image](/images/thumbs/6b0828071a136e7472f1a708ba6673ff_fulltext.jpg)
"ქართულ ოცნებაზე" დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 ოქტომბერს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში "ოცნების" აქტივისტ გოგონას თავში ქვა ჩაარტყეს, გული წაუვიდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ვრცელდება ვიდეო, სადაც გულის წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გოგონა მომხდარზე ჰყვება და არსად ახსენებს ქვის ჩარტყმას: "ვიღაც მსუქანმა კაცმა მირტყა ხელი, სანდრა გვინდაო, თქვენი დრო წავიდაო და ათასი სიდებილე", - ამბობს ლიკა დემეტრაძე.
ლიკა დემეტრაძე კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, დამაკმაყოფილებელია შეხლა-შემოხლის დროს დაზარალებული კიდევ ორი "ოცნების" აქტივისტის მდგომარეობა.