"ქართულმა ოცნებამ" სტრატეგია შეიცვალა და ენმ-ს ახალი მეთოდით დაუპირისპირდება

Image

კარგა ხანია, "ქართული ოცნება" და მოქმედი ხელისუფლების მომხრეები მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რა გეგმები აქვს ხელისუფლებაში ისევ დასაბრუნებლად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

 

ამ დროს კი "აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა იმ სტრატეგიის ახალი დეტალები, რითაც, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" არჩევნებამდე დარჩენილ ერთ კვირაში აპირებს მოქმედებას.

 

სანამ "ოცნების" ახალი გეგმისა და სტრატეგიის დეტალებს გაგვიმხელდა, სახელისუფლო პარტიასთან დაახლოებულმა წყარომ, რომელმაც ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა, ხაზი გაუსვა ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს:

 

"დააკვირდით: ნიუ-იორკში, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე, სადაც ასეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, სამი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი მივიდა. უხეში გამომწვევი ტონისა და უწმაწურობის გამო მათ რამდენჯერმე მიიღეს გაფრთხილება იქ მყოფებისგან, მაგრამ როცა ისევ გააგრძელეს უხეშობა, შეხვედრაზე მისულთა ნაწილმა აგრესიით ცნობილ ბიძინა ივანიშვილის ფანს, საეჭვო წარსულის მქონე ბესო ხომერიკს ცემეს, საბოლოოდ კი სამივე გააგდეს ეკლესიიდან, სადაც შეხვედრა იყო დანიშნული.

 

ანუ, ძალადობის ფაქტი, ასე თუ ისე, მაინც შედგა, ბესო ხომერიკი კი ფეისბუქზე წერდა, რომ პატიოსნად მივიდნენ კითხვის დასასმელად და ამის საშუალება არ მისცეს, თანაც, ასეთ გზავნილს ავრცელებდა: "ესენი აქ რომ ამდენს ბედავენ, აზრზე ხართ, იქ რას შვრებოდნენ 2012 წლამდე?" ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და სოფლის ყოფილი გამგებელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პროვოკაციაზე წამოაგეს, როცა მის მანქანას "ოცნების" კარდაკარის აქტივისტები გადაუდგნენ და არ ატარებდნენ, აქაოდა, ფლაერებს ვარიგებთ და მერე გაიარეო.

 

როცა მან გზის დათმობა ითხოვა, შეაგინეს, მერე კი ჩხუბი დაიწყო და "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის გოგონას თავში ქვა ჩაარტყეს. კიდევ კარგი, არც მას და არც კიდევ ორ ნაცემს სერიოზული გართულებები არა აქვთ, მაგრამ აქაც ძალადობა შედგა: ფეისბუქი მოირა კადრებმა, სადაც გულწასულ გოგონას ასულიერებენ და სასწრაფოში რეკავენ.

 

დაახლოებით იგივე სცენარი იყო ჩაფიქრებული სენაკშიც, სადაც მოსახლეობასთან სანდრა რულოვსის შეხვედრის დროს, მოულოდნელად, ბუტა რობაქიძის დედა, ორ თანმხლებ ქალთან ერთად გამოჩნდა, სცენაზე ავიდა და სანდრა რულოვსს დებატები გაუმართა: "მინდოდა თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა: აღარ დახოცავთ გასამრავლებელ ბიჭებს? აღარ გააუპატიურებთ? აღარ გააძრობთ ტყავს?". ეს წმინდა წყლის პროვოკაცია იყო, რადგან ამ შეკითხვებზე პასუხი სანდრა რულოვსს არაერთხელ აქვს გაცემული და ამისთვის თბილისიდან სენაკში ჩასვლა მართლაც არ იყო საჭირო...

 

დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, ბოლო დღეებში ვითომ "თავისუფალი ზონიდან" გასულთა განცხადებებიც გავიხსენოთ, რომლებიც ამბობდნენ, რომ თბილისშიც და კიევშიც ლიდერები არეულობის ორგანიზებას, საკუთარი მანქანების დაწვას სთავაზობდნენ და ეს ყველაფერი 9 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო...

 

მოკლედ რომ ვთქვა, "ოცნება", ხელისუფლება ხედავს, რომ მხოლოდ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებამ და არეულობაზე ზეპირმა აპელირებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და სასწრაფოდ დაგეგმეს, ამ ხმების გამამართლებელი ფონი შექმნან - როგორმე გამოიწვიონ აგრესია ნაციონალების მხრიდან, რათა საზოგადოება ორ, საპირისპირო ბანაკად დაიყოს.

 

არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გეგმა და სტრატეგია ასეთია: სამეგრელოში, სხვა რეგიონებში, თბილისში დაგეგმილ ენმ-ს შეხვედრებზე აუცილებლად გამოჩნდებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, ოღონდ არა ლადო სადღობელაშვილის, "კორკოტას" და სხვა ოდიოზური ფიგურების ჯგუფები, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულები: შვილმკვდარი დედები, ე.წ. პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები, თავად ყოფილი პატიმრები...

 

ისინი შეეცდებიან მასაზე ზემოქმედებას, ლიდერების ნერვებზე თამაშს, გამომწვევად მოიქცევიან, რომ აგრესიით უპასუხონ. რაც მთავარია, ეს მოხდება ხალხმრავალ აქციებზე, სადაც სიტუაციის კონტროლი ადვილი არ არის და შესაძლებელია, სულაც, ენმ-ს მომხრედ შენიღბული პროვოკატორიც იყოს, რომელიც მომენტალურად აიყოლიებს რამდენიმე კაცს და აქციაზე მისულ "დაზარალებულებს" ფიზიკურად გაუსწორდებიან, მერე კი ამას ხელზე დაიხვევენ ხელისუფლებაში და იტყვიან, რომ აი, როგორი მოძალადეები არიან ნაციონალები და როგორ აპირებენ დაბრუნებას...

 

ნაციონალურ მოძრაობას უკიდურესი სიფრთხილე მართებს: ურიგო არ იქნება, თუ ენმ-ს ლიდერები ხშირად გამოვლენ და შეახსენებენ მომხრეებს, ასევე, ყოველი აქციის დაწყების წინ ეტყვიან, რომ არჩევნების მოსაგებად არა ემოციებს აყოლა, არამედ მოთმინებაა საჭირო და არავითარ პროვოკაციას არ უნდა წამოეგონ", - ამბობს "აფხაზეთის ხმის" წყარო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !