-
2015-06-04 23:26
მას შემდეგ, რაც 3 ივნისს, ღამის საათებში, ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ეიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა, დაზიანებული და გავერანებული თავშესაფრის აღსადგენად და ძაღლების სადგომთა მოსაწესრიგებლად ათეულობით მოხალისე შეიკრიბა.
მას შემდეგ, რაც თავშესაფრის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა მოწოდება, რომ საჭირო იყო ბევრი მოხალისე, თავშესაფარში უამრავი ადამიანი მივიდა, ხოლო აღსადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მსურველთა ნაკადი არც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეწყვეტილა.
თავშესაფარში სიბნელის დადგომის მიუხედავად, უამრავი მოხალისე მუშაობდა: ტალახისგან გაიწმინდა უამრავი ვოლიერი, გაიტანეს ნარჩენები - ყველაფერი ეს ურთიერთშეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედებით გახდა შესაძლებელი.







