-
2015-06-04 19:21
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 6 ივნისს, ძლიერი წვიმა და სეტყვა მთელ საქართველოშია მოსალოდნელი.
როგორც „ვექტორს“ ნიორაძემ განუცხადა, დაზუსტებულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაავრცელებს.
„ხვალ საქართველოში შედარებით უკეთესი ამინდი იქნება. ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი წვიმა ელ-ჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. 6 ივნისს, დღის ბოლოს, ამინდის პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი. ამ დღეს მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვაც.
შესაძლებელია, ძლიერმა წვიმამ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვიოს. ასეთი მდგომარეობა 7 ივნისის დილამდე შენარჩუნდება. 7 ივნისიდან უკვე მდგომარეობა გამოსწორდება“, - აცხადებს ნიორაძე.
"ვექტორი"