
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
"ინტერპრესნიუსი" საქართველოში მისიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც "მისი პირადია", შეუძლია, აპატიოს.
ინტერპრესნიუსი