სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" განცხადება

Image

22 მაისს, "აფხაზეთის ხმაზე" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით "ისევ „ფრესკო“: შემთხვევით დამსხვრეული ბოთლი, გამოძახებული პატრული და განხილვა „ფეისბუქზე“. სტატიაში ნახსენები იყო სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო", რომელიც გასულ კვირას "ფეისბუქში" მომხმარებელმა მაკა სახურიამ მარკეტინგულ თაღლითობაში საჯაროდ დაადანაშაულა. 

 

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.

 

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" შესახებ ინტერნეტ სივრცესა და საგაზეთო სტატიებში გავრცელებულ ინფორაციას.

 

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენ მომხმარებელს იმისათვის, რომ ამ 3 წლის განმავლობაში არის "ფრესკოს" ერთგული მომხმარებელი.

 

"ფრესკო" არის კომპანია, რომელიც უსწრაფესი ტემპით ვითარდება, დღეისათვის ფლობს 6 სუპერმარკეტს და შემოდგომაზე გეგმავს კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნას ისანსა და გლდანში.
"ფრესკომ" ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიქცია მომხმარებლისა და კონკურენტების ყურადღება, რამდენადაც ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მიწაზე, საკუთარი ინვესტიციითა და ძალებით ნაშენებ საკუთარ სუპერმარკეტებში, თავადვე აწარმოებს ბიზნესს, სადაც დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

 

24 საათი დღე-ღამეში, კვირაში 7 დღე "ფრესკოს"გუნდი მუდამ მომხმარებლის სამსახურშია. მაღალი ხარისხი, სისუფთავე, მუდმივად ახალი პროდუქცია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების 100%-იანი დაცვა, დაბალი ფასები, გადასახადების და მომწოდებლების კუთვნილი თანხების დროულად გადახდა, ყოველთვის გამოარჩევს "ფრესკოს" სხვებისგან.

 

გვესმის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შესაძლოა ჩვენც გაგვეპაროს შეცდომები, მაგრამ მზად ვართ მივიღოთ ყველა ჩვენს მიმართ გამოთქმული ჯანსაღი და დასაბუთებული კრიტიკა, რომელიც ემყარება ფაქტებს და მიმართულია არა კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისკენ, არამედ ემსახურება სურვილს, აღმოიფხვრას ხარვეზები.

 

"ფრესკო"-ს ქსელის ყველა სუპერმარკეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებელს შეუძლია დარეკოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება თუ შენიშვნა.

 

რაც შეეხება მარკეტინგულ აქციებს:

 

მარკეტინგი არის ღირებულებების შექმნისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების პროცესი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ფრესკოს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი, რომელიც საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე ემსახურება იმას, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც მუდმივად ფრესკოში შეიძენს პროდუქტებს ყველაზე დაბალ ფასად და ეცოდინება, რომ ჩვენთან 5%-იანი ფასდაკლების ბარათით მუდმივად მიიღებს მომენტალურ სარგებელს და არა - "გაუგონარ ფასდაკლებას"

 

ჩვენი სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, შევინარჩუნოთ ქსელში არსებული დაბალი ფასები, დაიწყო "ფრესკოს" პირველი სუპერმარკეტის გახსნის დღიდან და დღემდე გრძელდება. "ფრესკოში" არ არის არც "შოკ ფასები" და არც აქცია "ორი ერთის ფასად" .

 

ჩვენი აქცია "16 პირველადი მოხმარების პროდუქტები ყველაზე დაბალ ფასად" ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიძინოს ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში.

 

სწორედ იმიტომ, რომ ფრესკოში მოსულმა ყველა მომხმარებელმა შეძლოს ამ 16 პირველადი მოხმარების პროდუქტის შეძენა და არ მოხდეს მარაგების ამოწურვა გადამყიდველების მიერ დიდი რაოდენობით პროდუქტების შეძენისას, დაწესდა ლიმიტი. დაწესებული ლიმიტი ეხება მხოლოდ და მხოლოდ აქციაში არსებულ 16 პროდუქტს და არა - იმ სხვა 25 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ქსელში.

 

ძნელად წარმოგვიდგენია ოჯახი, რომელიც მოიხმარს თვეში 150 კგ. შაქარს, 90 კგ. წიწიბურას, 1500 ცალ კვერცხს და ა.შ თუ საქმე არ გვაქვს გადამყიდველთან.

 

"ფრესკო" მხოლოდ მოხარული იქნება, თუ სხვა ქსელების და მარკეტების მფლობელები მაგალითს აიღებენ ჩვენგან და საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე მოახდენენ პროდუქტის გაყიდვას იგივე ან ჩვენზე დაბალ ფასად. ამით ისევ და ისევ მომხმარებელი დარჩება კმაყოფილი.

 

კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ათიათასობით მომხმარებელს ერთგულებისთვის, რაც "ფრესკოს" აძლევს საშუალებას, უფრო მყარად ატარებდეს სოციალურად ორიენტირებული კომპანიის პოლიტიკას.

 

ჩვენთვის თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და გვესმის, რომ კრიტიკაც აუცილებელია, თუ რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა არ არის მიზანმიმართული ანტიკამპანიის ნაწილი და ემსახურება რეალურ მიზნებს, ვიყოთ უკეთესები.

 

ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ "ფრესკო" არის და იქნება ის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზე და ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი", - ნათქვამია "ფრესკოს" განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !