
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "არჩევანში" ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოსვლას ეხმიანება.
შეგახსენებთ, მერაბ მეტრეველის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ახალაიებისა და მეგის ქარდავას მძევალია და ისინი იმასაც კი ვერ ახერხებენ, რომ სასამართლოს მიერ გამტყუნებულ პირებს გაემიჯნონ.
"შეურაცხყოფების მიყენება ადამიანებისთვის ჩემი სტილი არ არის, მაგრამ გისმენთ და არ შემიძლია თავი შევიკავო თქვენი ორღობის ჭორებზე. თქვენ ხართ ივანიშვილის წინაშე მოკეკლუცე ჟურნალისტი და მესმის თქვენი კარიერული წინსვლისთვის კეკლუცობთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ადამიანის სახის დაკარგვა უფრო დიდი დანაკარგია ცხოვრებაში, ვიდრე ნებისმიერი არშემდგარი კარიერა, თან მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ოლიგარქს დიდი დღე არ დარჩენია დირექტორობის.
პირველი, თქვენი დღევანდელი განცხადებით პარტია ნაციონალური მოძრაობა ახალაიებს "პლენში" ყავს თურმე და ეს ძალიან სასაცილო იყო, მე მაინც შემომხედეთ და მიხვდებით პარტიისგან სრულიად დამოუკიდებლად რომ ვიბრძვი უკვე 3 წელია თითქმის. მეორეც, დამნაშავე ბებიათქვენია, ხოლო ბაჩო ახალაია 13-ჯერ სასამართლო განაჩენით გამართლებული პოლიტიკური ტყვეა პირადად თქვენი მბრძანებელი ოლიგარქის და მესამეც, გისმევთ კითხვას და ვითხოვ პასუხს:
დათა ახალაის სახელით გამოქვეყნებულ რაღაც გაუგებარ წერილზე რომ იჭორავეთ სულ რაღაც ორი წუთის წინ, ჯერ საიდან დაასკვენით, რომ ეს დათას წერილი იყო და მეორე აკო მინაშვილი ვისთან გაიქცა საბერძნეთში, როდესაც წერილი 2013 წლის აპრილში გამოქვეყნდა და დათა საბერძნეთის საზღვარზე 2014 წლის გაზაფხულზე დააკავეს, ხოლო მანამდე თურქეთში იმყოფებოდა. ხოდა ამ ყველაფრიდან დასკვნა ერთია, ......... ხართ, უბრალოდ თავს არ ვაკადრებ დავწერო რა, თქვენ თვითონ მიხვდებით!", - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეიბუქზე".