დიღომში მოკლული ძმების ბინაში 120 000 დოლარი იპოვეს

Image

2 იანვარს  დიღმის მასივში ძმები ალექსანდრე (საშა) და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს.

 

პოლიციამ მკვლელობისთვის „ჯეო ლიფტის“ ყოფილი თანამშრომელი, 20 წლის გიორგი ხითარიშვილი, მისი ბიძაშვილი, 19 წლის ბესიკ ფიოლია და  23 წლის მიხეილ ვასილიევი დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ძმებს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს და შემდეგ ორივე გაგუდეს, თუმცა, ბრალდებულების ადვოკატი გაგუდვას არ ადასტურებს. ის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

 

ძმები ატარშიკოვები ბინაში მარტო ცხოვრობდნენ. დედა ადრე გარდაცვლილა, მამა კი მოსკოვში ცხოვრობს და ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. 

 

საშა ატარშიკოვი კომპანია ,,ჯეო ლიფტის" ხელმძღვანელი იყო, იმავე ოფისში მუშაობდა მისი ძმა დენისიც. 

 

ბრალდებულ ბესიკ ფიოლიას ადვოკატი ხათუნა ხურცილავა:

-  საშა გიორგი ხითარიშვილს იმდენად ენდობოდა, რომ შპს მის სახელზე გააფორმა. ერთ დღეს საშამ უთხრა, ძალიან მჭირდება 3.000 დოლარი და იქნებ მაშოვნინოო.  გიორგიმ დედამისის ბინა იპოთეკით დატვირთა და ფული გამოიტანა.

 

საშა გარკვეული პერიოდი პროცენტს იხდიდა, მაგრამ მერე გადახდა შეწყვიტა. ამას გარდა, გიორგის ხელფასსაც არ აძლევდა. ხითარიშვილს ხელფასის სახით მისაღები 10. 000 ლარი დაუგროვდა.

 

სწორედ ამ თანხასაც სთხოვდა საშას. გიორგი და ბესო ბიძაშვილები არიან, ორივე დედისერთაა.

 

გიორგის დედა საქართველოში არ იყო და საშას მის ჩამოსვლამდე სთხოვდა ბინის დახსნას. 6 თვე არბენინა გიორგი, მაგრამ თანხას არ აძლევდა.

 

გიორგი ამბობს, ძმები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ცუდი ურთიერთობა ჰქონდათო. ამის მიზეზი ერთ-ერთი ძმის განსხვავებული ორიენტაცია იყო.

 

...ხითარიშვილი ამბობს, დენისმა მითხრა, მაგარი კინო გავჩითე, მოდი, გაყურებინოო. თავის საძინებელში შემიყვანა და პორნოგრაფია ჩამირთოო.

 

მამაკაცების ურთიერთობაზე იყო და გადავირიე, ვუთხარი, ამას რას მაყურებინებ-მეთქი, ამ დროს შარვალი ჩაიხადა და მითხრა, მოდიო. გიორგი ამტკიცებს, რომ სწორედ ამას მოჰყვა მკვლელობა... მერწმუნეთ, იგი ძალიან ნანობს მომხდარს. ტიროდა, არ მახსოვს, როგორ ჩავიდინეო.

 

მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მოვიდა საშა. როგორც ირკვევა, მას მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, შენი სახლიდან ხმაური გამოდისო. ამბობენ, საშა ძმის ოთახში არც შესულაო. სახლში ისედაც სიბნელე ყოფილა, ნათურაც არ ჰქონდათ.

 

გიორგი ამბობს, საშამ მითხრა, რა უნდა მოგცე, ხომ გითხარი, ფული არ მაქვსო. მას ბესიკიც შეჰპასუხებია. ამბობს, საშამ ორივე ყურში ერთდროულად ისე ძლიერად დამარტყა ხელი, გავმწარდი და თავში ნამცხვრის საბრტყელებელი ჩავარტყიო.

 

ბევრი დეტალი გასარკვევია. ორივე ბიძაშვილი იბრალებს მკვლელობას. ორივე ამბობს, მე მოვკალიო. მათ ციხეში გაიგეს, ორივე ძმა მკვდარი რომ იყო.

 

საშას გული რომ წაუვიდა, აბაზანაში შეუყვანიათ, რომ მოესულიერებინათ. მათ რომ ნამდვილად იჩხუბეს, ამას ადასტურებს ხითარიშვილისა და ფიოლიას დაზიანებებიც. ხმაური ნამდვილად იყო სახლში, ტელევიზორიც ყოფილა ჩართული. მეზობელმა რომ დაუკაკუნა კარზე, საშამ გასძახა, მშვიდობაა, ჩვენი ახლობლები არიანო...

 

მოკლულების ბინიდან ამოღებულია 120. 000 დოლარი. კედელზე ეკიდა დიდი სურათი. სწორედ ამ სურათის უკან იპოვეს სეიფი, რომელშიც თანხა იყო. ხითარიშვილი ამბობს, რომ მცოდნოდა, ფული იქ იყო, ხომ წამოვიღებდიო.

 

წაყენებულ ბრალდებებს არც ერთი არ აღიარებს. მხოლოდ 500 ლარამდე რკინის ფულის აღებას აღიარებენ. ყაჩაღობის ბრალდებაც ტყუილად წაუყენეს.

ცხარე ცრემლით ტირიან ბიჭები, არც ერთი კრიმინალი არ არის.

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !