
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ვერ მოხერხდება მანამ, სანამ ხელისუფლება სრულად არ გაიწმინდება „ნაციონალური მოძროაბის“ წარმომადგენლებისგან.
„ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება შესრულებული იქნება, როდესაც ის ქვეყანას იმ ადამიანებს მოაცილებს, რომლებიც წლების განმავლობაში ანგრევდნენ, ეს პროცესი კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დამთავრდება.
თუ ეს არ მოხდა, ეს პირველი ეტაპი ასე არ დასრულდა, ბუნებრივია, ამათ ხელში ვერც ეკონომიკას განავითარებ, ვერც ინვესტიციებს შემოიტან, ვერც სოფლის მეურნეობას განავითარებ და საზოგადოებას ვერ შეუქმნი იმ პირობებს, რასაც ჰპირდები.
ამ ყველაფერს, ბუნებრივია, რამდენიმე თვე სჭირდება და ეს ყველაფერი ძალიან რთულად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ორხელისუფლებიანობის პირობებში. ბატონი ბიძინა თვლის, რომ ძველი ხელისუფლების სრულად მოცილების შემდეგ ის ძალიან მალე შეძლებს ქვეყნის განვითარებას,"– განაცხადა დავით საგანელიძემ „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოზიციაში“.