-
2015-01-11 01:40
არსებული ინფორმაციით, თოვლის ტყვეობაში ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოსაყვანად გაგზავნილმა ვერტმფრენმა ყაზბეგში წამლები და საკვები პროდუქტები ჩაიტანა.
იქიდან კი 64 ადამიანის გადმოყვანა მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ იწყება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა გამოცხადებული.
გუდაურიდან კობის მიმართულებით გზას გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამინდს, გუდაურში კვლავ თოვს.
http://rustavi2.com/