
მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი „რეაქციაში“ საქაღთველოს ევროპისკენ სწრაფვის უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ასკვნის, რომ ყველანაირი კავშირი, მათ შორის, ევროკავშირიც, ცუდია:
„ყველანაირი კავშირი არის კაბალა... როგორიც იყო სსრ კავშირი, ისეთივე იქნება ევროკავშირიც... თქვენ იცით, სულხან საბა რომ იყო წასული იქა, რა მოხდა? არ უნდათ მაგათ ჩვენი ევროპელობა, რადგან ჩვენ განსხვავებული ღირებულებების ერი ვართ...
მე არ ვარ იმ ასაკში ახლა, რომ კიდევ ასი წელი ვიცოცხლო და გაიხსენებთ, რა მოჰყვება ამას: გაიხსნება გზები, წავა ახალგაზრდობა და დაბრუნდება ავადმყოფი... და საერთოდ, რომ იცოდეთ თქვენ, სანამ "მამაო ჩვენოს" თქმას არ მივეჩვევით და სანამ ეკლესიურები არ გავხდებით, მანამდე ჩვენი საშველი არ არის...“, - ამბობს მსახიობი „რეაქციაში“.