მიხეილ ცაგარელი:„დეკემბერში არაფერიც არ დაბნელდება... შავი ძალები საზოგადოებაში პანიკას თესავენ“

Image

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ინტერნეტსივრცეში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2014 წლის დეკემბერში დედამიწა 6 დღით დაბნელდება.

 

NASA-ს სპეციალისტების თქმით, ეს 16 ან 22 დეკემბერს მოხდება.

 

მათივე ინფორმაციით, დედამიწის დაბნელების მთავარი მიზეზი მზის ქარიშხალი გახდება, რომლის მტვერიც რამდენიმე დღის მანძილზე ბუნებრივი შუქის გარეშე დაგვტოვებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი გია მაჩაბელი:

 

„ცხადზე ცხადია, რომ ესეც მორგი უსაფუძვლოა შფოთვაა... ჩვენთან სულ ცდილობენ პანიკა დათესონ და მოლოდინი იყოს, რომ რაღაც საშინელება ხდება. მიწისძვრის დროსაც სულ იგონებენ, არიქა, ღერძი გადაიხარაო.. დედამიწას სულ ეცვლება რაღაც, მაგრამ მადლობა ღმერთს, სტაბილურია მისი ორბიტა და არსად მიდის.

 

არანაირი კატასტროფა არ იქნება, მით უფრო, რომ არანაირი ცნობები კატასტროფაზე მეცნიერულად ცნობილი არ არის. შუა საუკუნეებშიც აღარ იყო ისეთი პანიკა, რაც ამ ბოლო დროს აქ არის მზის დაბნელების თუ სხვადასხვა მოვლენის დროს... ეს უკვე ფსიქიატრების გასარჩევია და არა ფიზიკოსის და ასტრონომის,“ - აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს, ის დედამიწის დაბნელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შავ ძალებს უკავშირებს.

 

 „შეგახსენებთ, NASA 2012 წლის 12 დეკემბერსაც გვაფრთხილებდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდებოდა. გაცილებით ადრეც გვაშინებდნენ... მერე გამოდიან და იძახიან, ჩვენ არ გვითქვამსო, არადა, ამ პანიკის დათესვას სწორედ NASA-დან ცდილობენ და დეზინფორმაციასაც მიზანმიმართულად ავრცელებენ.

 

ასე მგონია, რომ NASA -ში ვიღაც ზის, რომელიც შავ ძალებს ემსახურება. ძალიან აწყობს ამ შავ ძალას საზოგადოებაში პანიკის მოწყობა და ხალხის ენერგიის მიტაცება, ეს ძალები სწორედ ამ ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ძალიან ცოტა დროა 16 დეკემბრამდე დარჩენილი და ყველა ვნახავთ, რომ არაფერიც არ მოხდება. თუმცა დათესილია საყოველთაო პანიკა, გამოიყოფა უარყოფითი ენერგია, რომლის აკუმულირებას ვიღაც ეწევა, ვისაც ზუსტად ეს უარყოფითი ენერგია სჭირდება...

 

ჰელოუინი რისთვისაა მოგონილი? 31 ოქტომბერი არის შავი მაგიის ჯადოსნური ზონა. ამ დღეს ხდება გროვდება უზარმაზარი უარყოფითი ენერგია, რომელსაც მასონური ჯგუფების შავი ძალები იკრებენ. მერე ამას გამოიყენებენ მათი ტექნიკისა და მიზნებისთვის... ვიცი რა, ეზოთერული პრინციპები, ძალიან კარგად ვხვდები, ვის აწყობს ყოველივე ეს... რაც უფრო მშვიდად ვიქნებით, მათ მით უფრო "მოეხაზებათ". ვიყოთ მშვიდად, წყნარად და ყველაფერი კარგად იქნება!“- დასძინა მან.

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !