გაქვთ თუ არა განვითარებული ინტუიცია - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

Image

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი (განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები ლიდერობენ ამ მხრივ), ირწმუნება და სხვებსაც არწმუნებს იმაში, რომ ე.წ. "მესამე თვალის" ფენომენს ფლობს და კარგი ინტუიციური აზროვნება გააჩნია.

 

თუმცა, ასტროლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ინტუიციურ ინდივიდებს, ასევე არის ხალხი, ვისაც გონება და პრაგმატული აზროვნება უკეტავს მიმდინარე მოვლენების ემოციურად აღქმის უნარს.

 

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ინტუიციური შესაძლებლობებით ყველაზე ნაკლებად მიწის სტიქიის წარმომადგენლები (კურო, ქალწული, თხის რქა) არიან დაჯილდოებულნი.

 

ამ მხრივ ყველაზე დიდი სკეპტიკოსი ქალწულია – 98%.

 

მას მხარს უბამს და ცხოვრებას თითქმის არასოდეს უყურებს ვარდისფერი სათვალეით თხის რქა – 87%.

 

დაბოლოს, მიწაზე მყარად დგომა ურჩევნია, ღრუბელ-ღრუბელ ფრენას კუროს – 82%.

 

ჰაერის ნიშნებს შორისაც ნაკლებად გვხვდებიან განსაკუთრებული ინტუიციის მქონე ადამიანები. ამ მხრივ მხოლოდ და მხოლოდ მერწყული შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად. თუმცა, მერწყულს უფრო მომავლის ხედვის ნიჭი გააჩნია და არა ინტუიცია.

 

ეს ხალხი ურანის გავლენის გამო "მომავალში ცხოვრობს" შესაბამისად, მათ გონებას თავისთავად მიეწოდება ინფორმაცია მომავალში განვითარებული მოვლენების შესახებ. გავიხსენოთ ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი – ვანგა, ზოდიაქოს ნიშნით მერწყული.

 

რაც შეეხება დანარჩენ ორ ნიშანს, ამ მხრივ სასწორი იკავებს – 86%.

 

ხოლო ცნობისმოყვარე ტყუპს მხოლოდ – 75% ერგო.

 

ცეცხლის ნიშნებიც, ისევე როგორც ჰაერები დღევანდელი დღით და ამწუთიერი ემოციებით ცხოვრობენ. შესაბამისად, მათ შორისაც ცოტაა განსაკუთრებული ემოციური ველით დაჯილდოებული ხალხი. ამ მხრივ ყველაზე კარგი მაჩვენებელი მშვილდოსნებს ერგოთ – 96%

 

ვერძებს – 88%, ხოლო ლომებს – 74%.

 

დაბოლოს, ყველაზე ძლიერი ინტუიციის პატრონებად ასტროლოგებმა წყლის სტიქიის წარმომადგენლები აღიარეს. ყველაზე დიდი ნიჭიერებით ამ მხრივ როგორც აღმოჩნდა გამოირჩევიან თევზები – 97%.

 

მათ არ ჩამორჩებიან დიდად მორიელები – 91%.

 

ხოლო კირჩხიბებს – 89% ერგოთ.

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !