-
2014-12-09 17:45
თბილისში პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი თავისი დაცვის ან კონცერტის ორგანიზატორების ხელით ჟურნალისტებთან კონფლიქტში ჩაერთო.
ასე მაგალითად, ტელეკომპანია „ნტვ“-მ, რომელმაც თბილისში, ლეპსის კონცერტის დროს მომხდარ ინციდენტზე მოულოდნელად, ობიექტური სიუჟეტი მოამზადა, გაიხსენა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე ლეპსი ჟურნალისტებს მუხლებში გადამტვრევითა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდა:
„ვიპოვით, როგორ გექცეოდნენ სკოლაში, როგორ გირტყამდნენ სკოლის ტუალეტებში ან გხდიდნენ ტრუსს საბავშვო ბაღში. ეს გინდათ? მიიღებთ!“, - მიმართა მაშინ ლეპსმა ჟურნალისტებს, რომლებიც მისი პირადი ცხოვრების დეტალებს აქვეყნებდნენ. მეტიც, ლეპსის სიტყვებით, ის მზად იყო, დაექირავებინა კერძო დეტექტივებიც, რათა კომპრომატები მოეპოვებინა:
„ჩვენ დავიქირავებთ კერძო დეტექტივებს და ყველაზე გვექნება მაკომპრომეტირებელი მასალების ზღვა... მათ კი, ვინც კიდევ დაწერთ სისულელეს, თავად გაგისწორდებით - ჯოხით დაგიმტვრევთ მუხლებს...“, - თქვა გრეგორი ლეპსმა.
„ნტვ“-ს სიუჟეტში სწორედ ამ გამოსვლის ფრაგმენტი ცართეს და განაცხადეს, რომ იმის მიუხედავად, რომ ქართველი ჟურნალისტი კონცერტის ორგანიზატორების მიერ დაქირავებულმა დაცვამ ჩაკეტა და არა თავად მომღერლისამ, ინციდენტი მაინც ლეპსს დაუკავშირდა.
თბილისში მომხდარ ინციდენტზე მომზადებული სიუჟეტი "ნტვ"-ზე (გამოაქვეყნა "პირველმა რადიომ")