პრეპარატი, რომლისგანაც 7 ქალბატონი გარდაიცვალა, საქართველოში აქტიურად გამოიყენება

Image

როგორც „ქრონიკა“ წერს, აღნიშნული პრეპარატი „დიანე 35“-ია,რომელიც საქართველოში აქტიურად გამოიყენება.

 

 

პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აცოციაციის თავმჯდომარის, ნანა სანაიას თქმით, პრეპარატი საფრანგეთში უკვე აკრძალეს, ხოლო პოპულარულმა გაზეთმა „ფიგარომ“ გამოაქვეყნა  ინფორმაცია 7 ქალბატონის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც „დიანე 35“-ის მომხმარებლები იყვნენ.

 

„თავიდან ამ პრეპარატის მთავარი ფუნქცია იყო აკნეს, -ახალგაზრდებში გამონაყარის მკურნალობა, ხოლო შემდეგ ფუნქცია მიენიჭა, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის. მედიკამენტების ფედერალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მედიკამენტის ტესტირება და დადგინდა, რომ ეს მედიკამენტი ახდენს დე-ენ-ემის დაზიანებას და რომ ონკოლოგიური დაავადებების დიდ რისკს შეიცავს…

 

ამ პრეპარატზე ასევე ჩატარდა სპეციალური კვლევა კანადაში და იქაც გაირკვა, რომ „დიანე 35“ ქალის ორგანიზმისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს, ამის შემდეგ ფარმაცევტებმა შეიტანეს სარჩელი გერმანული შერინგის ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პრეპარატი დღესაც მოიხმარება, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულებრივად ექიმები უნიშნავენ პაციენტებს“, – ამბობს სანაია.

მისივე განცხადებით, „დიანე 35“-ის მიერ გამოწვეული უკუჩვენებების შესახებ ქალბატონების საჩივრები შედის დავით გაგუას კლინიკის გინეკოლოგთან ბესო ტყეშელაშვილთან.

 

ბესო ტყეშელაშვილი კი „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მასთან მიდიან აღნიშნული პრეპარატის ჰორმონალური და ენდოკრინული მეტობოლური გართულებებით. მისივე თქმით, საქართველოში „დიანე 35“ ბევრ ქალბატონს დიდი დოზით ენიშნება. ტყეშელაშვილი იმ ჩივილებზეც საუბრობს, რითაც მას პაციენტი ქალბატონები მიმართავენ.

 

„მაგალითად, გოგონას, რომელსაც ჰქონდა თმიანობა და ციკლის დარღვევა, უნიშნავენ პრეპარატს და მისი მიღების დროს პაციენტს ციკლი აქვს, მაგრამ ეს მისი ციკლი არაა, ეს წამლის ციკლია, რადგან „დიანე“ აკეთებს ყველაფერს საკვერცხეებისა და ტვინის ნაცვლად და ქმნის მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლის ილუზიას.

 

დიდი პროცენტით ხდება დამოკიდებულება და ჩემთან მოდიან ამ წამლის მიღების ან მოხსნის დროს განვითარებული მოვლენების გამო, წონის მომატებით ან სხვა დარღვევებით“, – აცხადებს ტყეშელაშვილი.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ნანა ნამგალაური კი აცხადებს, რომ პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ აქვთ.

 

„ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჩვენთან არ არის, ოფიციალურად არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არ გვიკრძალავს“, – აცხადებს ნამგალაური.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !