-
2014-12-08 03:13
"კომერსანტის" ცნობით, თბილისში მოქმედი რესტორნების ნაწილი საახალწლოდ დაგეგმილი საღამოების ფასებს არა ეროვნულ, არამედ უცხოურ ვალუტაში განსაზღვრავს. კერძოდ, რესტორნები ფასებს აშშ დოლარში აწესებენ.
„რივერსაიდ ბაბილოში“ საახალწლო შოუ პროგრამაზე დასწრება მსურველს 100 $-ის ეკვივალენტი ლარში დაუჯდება. აღნიშნულ ფასში ქართული ტრადიციული სუფრა შედის. საახალწლო პროგრამა რესტორანში 23:00 საათზე დაიწყება და შესაძლოა დილამდე გაგრძელდეს.
ახალი წლის რესტორან „მონოპოლში“ შეხვედრა ერთ ადამიანს 150 ლარი დაუჯდება. აღნიშნულ ფასში საახალწლო მენიუსთან ერთად პროგრამაზე დასწრება შედის.რესტორანში 22:00 საათიდან ქართული საღამო იქნება, გაიმრთება დათო გომართელის, ჯგუფ „ბაგრატისა“და ქაღტველი მოცეკვავეების კონცერტი. გვიან ღამით კი შერეული პროგრამა დაიწყება.
რაც შეეხება რესტორან „ფუნიკულიორს“, იქ ანსამბლი „დრო“, შემდეგ კი გიო ხუციშვილი საკუთარ ბენდთან ერთად იმღერებს, საღამოს კი ილო ბეროშვილი წაიყვანს. (საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს.)
აღნიშნულ რესტორანში ახალი წლის ღამის გატარება ერთი ადამიანისთვის 200 ლარი ღირს. ფასში საახალწლო სუფრა და 1 ჭიქა შამპანიური შედის.
წყარო