
რეჟისორებმა ქეთი დოლიძემ და გოგა ხაინდრავამ კიევში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, საქართველოში არანაირი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში არ გაუტარებია.
„იმის მიუხედავად, რომ აქ მის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბრობენ, კვიტაშვილს რეფორმებთან შეხება არ ჰქონია. ის არათუ არაა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, პროფესიითაც არა აქვს შეხება ჯანდაცვასთან, იყო თსუ-ს რექტორი, მას მიჰყიდეს ყველა მუნიციპალური აფთიაქი და საავადმყოფო, მაგრამ საქართველოში არავის არაფერი სმენია მის მიერ გატარებულ რეფორმებზე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.