-
2014-09-15 13:09
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს ვარაუდი და ინფორმაცია, რომ მოსასმენი აპარატურა ისევ წინა ხელისუფლების ხელშია,- ამის შესახებ ღარიბაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"მოსმენები გამოყავით თქვენ მაინცდამაინც. იქ ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ბატონ ბიძინას ძალიან საინტერესო აქცენტები აქვს დასმული საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. მაინცდამაინც მოსმენამ რატომ დაგაინტერესათ ეგ არის საინტერესო. რაც შეეხება მოსმენებს. მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ სამწუხაროდ, და საუბდუროდ, ის რაც ხდებოდა წლების განავლობაში, არსებობს საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია მოსმენა და შემოტანილი იქნა წინა მთავრობის დროს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისა, რომ ეს საშუალებები ისევ მათ ხელშია. ამაზეა საუბრი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინასაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრები ისევ ისმინება.