
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არ ეთანხმება. როგორც მან განაცხადა, ამერიკისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისთვის მსგავსი შეფასება მიუღებელია.
,,ოპონირება ოპონირებაა, მაგრამ მავნებლობა მავნებლობაა, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება რომ ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომელიც გვეხმარება სწორედ დემოკრატიის განვითარებაში, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ყველა გამოძიებას”, - განაცხადა დოლიძემ.