
აშშ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო. ასევე იმ რისკებით, რაც შესაძლოა, პოლიტიკურმა დევნამ შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი:
"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ძალას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, დაეყრდნონ ბოლო პერიოდში არსებულ მიღწევებს, ითანამშრომლონ ქვეყნის წინსვლისთვის და იზრუნონ მწვავე ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე.
ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლის სამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას", - აღნიშნულია განცხადებაში.