
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ცდილობენ.
მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილის გუშინდელი განცხადება მიუღებელია.
„პრეზიდენტი არავის უპირისპირდება. ერთი კვირის წინ ისინი უელსში იყვნენ ნატოს სამიტზე. სად დაინახეთ იქ დაპირპისპირება?!
მანამდე წარადგინა „ქართული ოცნების“ მთავრობა, ყოველგვარი კორექტირების და შენიშვნების გარეშე.
ნებისმიერი მინისტრი ამ თემას განიცდის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ თავისი ადგილი დაიმკვიდრონ, გაიმაგრონ, ბიძინასთან ახლოს იყვნენ და მოაწონონ თავი.
ესენი არიან ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე. გუშინდელი ეპისტოლარული მიმართვა პეტრიაშვილის როგორც ჩანს დასწრება იყო ბიძინას ინტერვიუსი.
ასე სახელმწიფო მინისტრი პრეზიდენტს არ უნდა ეურთიერთებოდეს.
საქმის გარჩევის ელემენტები იყო, ბოლოში დააკლდა მიწერა, რომელი უბნელი ხარ ბიჭო. ეს არასერიოზულია, ალექსი პეტრიაშვილმა იცის ეს ყველაფერი", - განაცხადა მაჭავარიანმა.