
ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არაა, არამედ არის შერეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, ანუ ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი,“– განაცხადა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუს ნაწილის პასუხად.
მარგველაშვილმა ივანიშვილს იმ ნაწილშიც უპასუხა, სადაც ექსპრემიერი აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაჯანსაღ კონკურენციაშია ჩართული.
,,,ცოტა უცნაურია პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი. ჩვენი მთავარი ღირებულება უნდა იყოს, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, მე არავის მინისტრების დანიშვნა არ მჭირდება, რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს ეს იქნება შენარჩუნებული და ესაა ჩემი ვალდებულება,“– განაცხადა მან.