
პოლონური ოპოზიციური პარტია ,,კანონისა და სამართლიანობისგან“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა.
შეთავაზება პოლონელ დეპუტატ მალგორჟატა გოშიევსკას ეკუთვნის, რომელიც მერაბიშვილს ციხეში სტუმრობდა.
,,კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რასაც ყოველთვის ვამბობ – ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. მე წარსულშიც არაერთხელ ვსტუმრობდი მას და ამჯერადაც გეტყვით, რომ მისი უფლებები ციხეში ირღვევა. მას არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება.
ჩვენ ვისაუბრეთ ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზე და გამოვლენილ დარღვევებზე. გარდა ამისა, ჩვენი პარტიის სახელით ვანო მერაბიშვილს პოლონეთში ემიგრაცია და თავშესფარი შევთავაზე, რის საშუალებასაც საერთაშორისო სამართალი და გამოცდილება იძლევა, თუმცა მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ხალხის ღალატი იქნება,“ – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლონელმა დეპუტატმა.
„მედიანიუსის“ მიხედვით