
მეტეხის ხიდზე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ“ აქცია-ბრიფინგი გამართა. შალვა ნათელაშვილმა იმ პარლამენტარების სია დახია, რომლებმაც ანტიდისკრიმინაციული კანონის დაკანონებას მხარი დაუჭირეს.
ნათელაშვილის განცხადებით, ალბათ, წმინდანები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ვინმე მაფიოზა ივანიშვილი სოდომ-გომორის კანონს დააკანონებდა. ,,აი, ამ ადგილას, ქრისტიანობისათვის თავი გასწირა 100 ათასმა თბილისელმა მორწმუნემ.
ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ ეს წმინდანები, რომ 800 წლის შემდგომ საქართველოში გამოჩნდებოდა მაფიოზა მილიარდელი, ვინმე ივანიშვილი, რომელიც იყიდიდა მთელს პოლიტიკურ სპექტრს და მიაღებინებდა კანონს სოდომ-გომორის დაკანონებაზე. ამ პოლიტიკოსების ადგილი არის ისტორიის სანაგვეზე იმისათვის, რაც გააკეთეს“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა