-
2014-12-01 23:57
პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი მუსტაფა ნაიემი ეკა ზღულაძეს რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა. ის წერს, რომ ეკა ზღულაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, კიევში დაახლოებით სამი საათის წინ ჩამოფრინდა და პეტრო პოროშენკოს ბლოკში მისვლაც მოასწრო, სადაც პროგრამა წარადგინა და კითხვებს უპასუხა.
-რაში გჭირდებათ ეს?
-მე სამსახური არ მჭირდება, ამჟამად კარგი თანამდებობა მაქვს. მაგრამ ასეთი შანსი სხვა დროს არ მექნება, მით უმეტეს, მე ეს შანსი მეორედ მომეცა.
-მხოლოდ შანსშია საქმე?
-არა, ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ამჟამად არა რუსეთზე, არამედ იმ საბჭოთა წარსულზე ვამბობ, რომელიც წლებია, ფეხდაფეხ მოგვდევს. მე ეს არ მომწონდა საქართველოში და უკრაინაშიც არ მომწონს.
- კიდევ რა არ მოგწონთ უკრაინაში?
-ყინვები, საერთო ნიჰილიზმი და რწმენა, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივა.
-საქართველოში ასე არ იყო?
-იყო. ამიტომაც არ მომწონს. მაგრამ მე მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა.