უგულავა: რაც კარგი იყო ჩვენს დროს, ამ ხელისუფლებამ დაასრულა, რაც ცუდი იყო - გააგრძელა

Image

„ეს არის იმიტაცია და სიმულაცია სამართლიანობის, ამას ჰქვია შურისძიება და ამის ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია,“- აცხადებს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა გადაცემა ,,რეაქციაში“ საუბრისას.

მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში შეჩერებულია მშენებლობა, დაიკარგა სამუშაო ადგილები და არ განხორციელდა პროექტები მხოლოდ მთავრობის უნიათობის გამო არ ხდება:

 

,,ეს პრობლემა მარტო მთავრობის უნიათობის გამო არ არის, ამ წელიწადნახევრში კი ისწავლიდა რამის გაკეთებას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ტეკლევიზორს ჩართავ, ნიუსებში ისმის მხოლოდ ან დაჭერა-ჩამოხრჩობა, ან კვერცხების სროლა და დარბევა,- ასეთ ქვეყანაში არ იდება ინვესტიცია, ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც აზარალებს ეკონომიკას,“-განაცხადა უგულავამ.

 

,,იცით, რომ თემიდას სიმბოლოს თვალები ახვეული აქვს, მართლმსაჯულება არ უნდა ექვემდებარებოდეს ვინმეს დიქტატს, რაც არ უნდა ინტერაქტივი იყოს და ვეცადოთ შეფუთვას, რომ პროკურატურის გააქტიურება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ასე არაა, ამას მხოლოდ ცუდი მოაქვს ქვეყნისთვის“ – თქვა მან.

 

როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყველაფერ იმაზე უარის თქმა იყო, რაც მათი ხელისუფლების დროს გაკეთდა.

 

უგულავამ წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ დაპატიმრებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინდელი და ახლანდელი მდგომარეობის მასშტაბების შედარება წარმოუდგენელია,მაშინ როცა ექსპრემიერი და რამდენიმე ექსმინისტრი ციხეში ზის და 25 ათასი მხარდამჭერია დაკითხული.

 

უგულავა აცხადებს, რომ მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რადგან ახალმა მთავრობამ ვერ მოახერხა იმ კარგი საქმეების გაგრძელება, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო და ვერ მოახერხა იმ ცუდის აღმოფხვრა, რის გამოც საზოგადოებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უარი თქვა მათ ხელისუფლებაზე.

 

,,მოსახლეობა არის იმედგაცრუებელი, იმიტომ რომ თუ რამე კარგი იყო, დასრულდა და რაც ცუდი იყო გაგრძელდა: მოსმენები, პროტექციონიზმი, რის მავნებლობასაც საზოგადოება იწვნევს. პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური დაუქვემდებარა პრემიერმინისტრს.

 

ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის მანიპულაცია შესაძლებელი ხდება. თუ გვინდა დემოკრატიისა და ეკონომიკის აღმავლობაზე საუბარი, კარგი იყო უნდა გაათკეცებულიყო და არა ის რაც შემოგვთავაზა ხელისუფლებამ-რევიზიონიზმი , ივანიშვილის მთავრობის მიზნები ეფუძნება მხოლოდ რევანშს, ყველაფერ იმაზე უარის თქმას რაც იყო ადრე,“- განაცხადა უგულავამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !