ბოკერია მთავრობას მოუწოდებს, საჯარო მოხელეების პოლიტიკური კვლევა შეაჩეროს

Image

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მთავრობას მოუწოდებს, შეისწავლოს იმ კვლევის კანონიერება, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებში თანამშრომლებს მათ პოლიტიკურ ხედვასთან ყველაზე ახლოს მყოფი პარტიის დასახელებას თხოვენ.

გიგა ბოკერია, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, განცხადებას ავრცელებს: “24 ივლისს უწყებათაშორის კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნებმა” მიმართა და სახელმწიფო დაწესებულებებში მიმდინარე იმ გამოკითხვის კანონიერების შესწავლა მოითხოვა, რომელშიც საჯარო მოსამსახურეებს მათთვის ყველაზე მისაღები ხედვებისა და ორიენტაციის პოლიტიკური პარტიის, პარტიულობის, ასევე რეგიონული წარმომავლობის იდენტიფიცირებას თხოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კითხვარის დარიგება ორი კვირის წინ რამდენიმე სამინისტროს აპარატში მოხდა.

 

 საკითხის გარკვევის მიზნით, კომისია საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაუკავშირდა, სადაც კვლევის ჩატარების ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საჯარო პირთა გამოკითხვას არა საქართველოს მთავრობა, არამედ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებდა და ისინი მხოლოდ დახმარებას უწევდნენ უნივერსიტეტს 12 სამინისტროში კვლევის ჩატარების კოორდინირების მხრივ. პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ, 10 ივნისით დათარიღებულ წერილში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კვლევის მიზნად “საჯარო სექტორში დასაქმების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზს” ასახელებს.

 

კომისიის სამდივნო ასევე საჯარო დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბრა, რომელთაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვეს და კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ანკეტა სამინისტროებში მთავრობის კანცელარიიდან დაიგზავნა და შევსებული კითხვარების შეგროვებასაც ეს უწყება უწევდა ორგანიზებას.

 

აღნიშნული კვლევის წინასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის კანცელარიის კოორდინირებით, 12 სამინისტროსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებში განხორციელება არა უშუალოდ უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ, პირისპირ ინტერვიუს ფორმით, არამედ ანკეტური გამოკითხვის სახით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საჯარო მოხელეები კითხვარებს მათი ხელმძღვანელობის მითითებით ისე ავსებენ, რომ კვლევის უშუალო შემსრულებელთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის საკითხი ბუნდოვანია, რადგან შევსებული ანკეტების შეგროვება სამინისტროების ადმინისტრაციათა მიერ ხდება. ასეთ ვითარებაში პარტიულობით, პოლიტიკური პრეფერენციებითა და რეგიონული წარმომავლობით დაინტერესება, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედებად და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებად იქნეს აღქმული. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი არჩევნების მონიტორინგმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან 1790[1] ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი გამოავლინა.

 

 საკითხის შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის არაერთი დებულების დარღვევა. მათ შორის, ისეთის, რომელიც ინდივიდის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება და კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება (მუხლი მე-2). მე-6 მუხლი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, რომელთაგან მოცემულ შემთხვევაში არც ერთი არ არის სახეზე. უფრო მეტიც, დარღვეულია ის ნორმა (მუხლი 6. 2. ა), რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტმა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა წერილობით უნდა გამოხატოს”, - აღნიშნულია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს აღნიშნული კვლევა და მომავალში უარი თქვას პირდაპირ ან ირიბად ისეთი ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელიც კანონით არის დაცული და პოლიტიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, საჯარო მოხელეებზე ზემოქმედების მცდელობად იყოს აღქმული.

 

კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია ასევე მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს: თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და მოითხოვოს არა მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, არამედ მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და დეპერსონალიზაცია, თუ ეს მონაცემები კანონის გვერდის ავლითაა დამუშავებული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !