ევროკავშირი და რუსეთი ასოცირების შეთანხმების ავკარგის ერთობლივ განხილვას თბილისთან აპირებენ

Image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის დეპარტამენტი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „ვაიმარის სამკუთხედის“ (გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, რომელიც დიპლომატებმა 31 მარტს მიიღეს.

 

„გვერდს ვუვლით ცნობილ კლიშეს, სანქციებით დამუქრებას, რუსეთის ფედერაციისთვის მოწოდებას, არ გააკეთოს ის, რასაც ისედაც არ აკეთებს - ეს უკვე დასავლური რიტორიკის საერთო თვისება გახდა“, - აცხადებს დეპარტამენტი.

 

„მაგრამ განცხადებაში არის სხვა დეტალიც. მართალია, ერთი თვის დაგვიანებით, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა გარანტორმა ქვეყნებმა მაინც აღიარეს ა.წ. 21 თებერვალს მიღწეული შეთანხმების სიცოცხლისუნარიანობა, კერძოდ: მოწოდება ახლანდელი ხელისუფლებისთვის კიევში, რომ ფორმირება მოხდეს უკრაინის ყველა რეგიონის წარმომადგენლობით, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, კონსტიტუციური რეფორმების მნიშვნელობა.

 

ამასთან, ბოლოს და ბოლოს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ყოველმხრივი გამოძიების აუცილებლობას, ასევე იმას, რომ საჭიროა უაკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და ახლანდელ ხელისუფალთა დისტანცირება ექსტრემისტებისგან.

 

მინისტრებმა გაიხსენეს უკრაინის ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობაც. განცხადების მიხედვით, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ურთიერთქმედების გარეშე მდგომარეობის გამოსწორება ძალზე ძნელი იქნება.

 

და, რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია, ესაა ინიციატივა რუსეთისა და ევროკავშირის მიერ მოლაპარაკებათა წარმართვა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან, რათა განხილული იყოს ყველა მხარისთვის მოსალოდნელი შედეგები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

 

ანუ, თვისობრივად, მხარდაჭერილია რუსეთის თავდაპირველი წინადადება, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში იყო დაყენებული და რომელიც ზღურბლზევე უარყო ევროკავშირმა.

 

როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

 

მაგრამ არიან თუ არა ამისთვის მზად ბრიუსელსა და ზემოთაღნიშნულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში, ჯერაც საკითხავია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !