შემთხვევა ციხეში: ავტოავარია ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს

Image

2003 წელს რუსთავის მაშინდელ მეორე სასჯელაღსრულების (ახლანდელი მე-17) დაწესებულებაში მომხდარ კურიოზულ და ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორც ბაჩო ახალაიას მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმამდელ პერიოდს იხსენებს ლევან თორია. 

 

მისი თქმით, 2002-2003 წლებში, ასევე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველ ეტაპზე ციხეებში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა.

 

მაგალითად, 2002 წელს, ე.წ. კანონიერი ქურდის გია გოგელიანის ორგანიზებით, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მოაწყვეს თავდასხმა სადარაჯო კოშკის გუშაგზე და ავტომატის ჯერით მოკლეს ის, რის შემდეგაც დაწესებულებიდან 140- ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

 

2003 წელს, უკვე იმ დროს, როცა შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო, რუსთავის დაწესებულებაში მსოფლიო მასშტაბის კურიოზი - ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც ადმინისტრაციის ნებართვით შიდა ტერიტორიაზე მანქანით სეირნობდნენ, გადაჭარბებული სიჩქარის გამო ციხის კედელს შეეჯახნენ და დაზიანდნენ. ამ დროს სასჯელაღსრულების ამ დაწესებულების დირექტორი ვინმე ზამბახიძე იყო.

 

„2003 წლამდე, ციხეში, გაგიკვირდებათ და ავტოსაგზაო შემთხვევაც კი მომხდარა, დიახ, შიგნით, ციხეში...

 

პატიმრები ავტომატებით გადაადგილდებოდნენ და დაუმორჩილებელ ტუსაღებს ავტომატის ჯერითაც ხშირად ცხრილავდნენ. ციხეებში იმართებოდა აზარტული თამაშები, რაშიც "უბრალო" პატიმრები იყვნენ ჩართულნი, ციხის მაყურებლების და "ავტორიტეტების" ბრძანებით - კაი დედის შვილი იყავი და აბა არ "ჩაგებარებინა თავანი", გაუპატიურება მერე გენახათ თქვენ.

 

სწორედ ციხიდან იმართებოდა კრიმინალი - სატალეფონო კავშირით ბიზნესმენების დაშანტაჟება, სხვადასხვა კრიმინალური დავალებების გაცემა. იკრიბებოდა ციხეში და ციხიდან გარეთ ე.წ. ობშიაკი, რომლის საერთო თანხა, თვეში ნახევარ მილიონს აღწევდა (ამ თანხის ნახევარს, ბაჩო ახალაიას სთავაზობდნენ "ქურდები" სტატუს ქვოს შესანარჩუნებლად. რა პასუხიც მიღეს ბაჩოსგან იცით), რაშიც კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ციხეების ადმინისტრაციაც იყო გარეული.

იხეებში თავისუფლად შედიოდა ნარკოტიკი. მოკლედ, ციხე იყო ადგილი, არა სასჯელის მოხდის, არამედ გამდიდრების, უბრალო პატიმრებზე ძალადობის, კრიმინალის მართვის და არცერთ შემთხვევაში სასჯელის მოხდის. ციხიდან, თბილისის გოგირდის აბანოებში გასვლაც არ წარმოადგენდა პრობლემას...

 

აი, ეს მოშლილი სისტემა საათივით ააწყო 26 წლის ბაჩო ახალაიამ - ზემოთ ჩამოთვლილი მავნე თვისებები სისტემას მოაშორა და სასჯელაღსრულება გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტად აქცია, დისციპლინით და მართვის, კრიმინალებიდან ადმინისტრაციის ხელში გადასვლით. კრიმინალი, რომელიც მოედინებოდა ციხიდან და სკოლებშიც კი აღწევდა "ობშიაკის" სახით, წარსულს ჩაბარდა.

 

თუ ვინმეს, საწინააღმდეგო აქვს სათქმელი ბედუკაძის ქეისით, ვეტყვი რომ, ჯერ ერთი ის კადრები 2011 წლისაა, როცა ბაჩო აღნიშნული სისტემიდან 3 წლის წამოსული იყო და თან, დადგმული გახლდათ, ფსიქიკურად შეშლილ პატიმრებზე გადავლილი ინსცენირება“, - წერს ლევან თორია „ფეისბუქზე“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !