ბირმის სამართალდამცავებმა, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულები არიან 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია. ისინი 90 ათასი დოლარის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი.
მიანმარის პოლიციის ცნობით, ორივე მამაკაცი იაგონის აეროპორტში დააკავეს, ისინი თანხას საცვლებში მალავდნენ. პოლიცია ეჭვობს, რომ დაკავებულებმა ფული 21 აპრილს სავალუტო ჯიხურიდან მოიპარეს მოიპარეს.
დაკავებულები ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ.