პაატა ზაქარეიშვილი: „მე მინისტრი ვარ, ჩემი პოზიცია არ მაქვს... არის თუ არა რუსეთის აგრესია, საგარეოს ჰკითხეთ“

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია არ გააჩნია, რადგან მინისტრის, პოზიცია კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დააფიქსიროს.

 

ამ მიზეზით პაატა ზაქარეიშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა სახეზე რუსეთის აგრესია უკრაინაში, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში „რუსეთის ჩართულობაზე“ მაინც გააკეთა აქცენტი.

 

„ტაბულა“ პაატა ზაქარეიშვილის ვრცელ ციტატებს აქვეყნებს, რომლითაც ის ჟურნალისტებს დღეს პასუხობდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდა:

 

"მე მთავრობის წევრი ვარ, რომელსაც მევალება სხვა მიმართულებები. მე არაფერი არ მერიდება და შემიძლია, ვთქვა ჩემი აზრი, მაგრამ ჯობია, მთავრობა რაკი არსებობს, მთავრობის სახელით ილაპარაკოს იმან, იმას ევალება. მე, მაგალითად, თამამად ვლაპარაკობ, რაც ჩემი მიმართულებაა, რელიგიაზე ვსაუბრობ, არა? საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებობს, რომელიც აკეთებს განცხადებებს და არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა მკაფიოდ გამოთქმული პოზიციები.

 

გუშინ, გუშინწინ ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, აშკარად ჩანს იქ, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩართულობა და დღეს ითქვა კიდეც, რომ ეს არის ტრაგედია და მე მგონი, რომ პუტინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული. მაგრამ მაინც ჯობია, როცა მთავრობას ველაპარაკებით. მე საზოგადოების წინაშე ახალგამოჩენილი არ ვარ და არასდროს მერიდებოდა ჩემი მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ რაკი მთავრობის წევრი ვარ, ჯობია რომ... მთავრობაში არსებობს სპეციალური მიმართულებები, ხელმძღვანელები, ისინი აკეთებენ განცხადებებს და ეს არის სწორი, ასეც უნდა იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

დამატებით კითხვაზე, "თქვენი აზრით, არის თუ არა ეს რუსეთის აგრესია", შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ "ასე რომ მისვამთ კითხვას, მე უნდა გაგიშვათ აუცილებლად მთავრობის სხვა წევრებთან, ვინც ვალდებულია, გააკეთოს ეს განცხადება". ჟურნალისტებმა მისი პირადი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს, ზაქარეიშვილის განცხადებით კი, "მე მინისტრი ვარ, უკაცრავად, მე არ გამაჩნია ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში".

 

ჟურნალისტების კითხვაზე, "როგორია მთავრობის პოზიცია", მინისტრი პასუხობს - "ეს უნდა გააჟღეროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რა პრობლემაა, რომ მათ ჰკითხოთ?". მედიის დამატებით ჩაკითხვაზე - "და რა პრობლემაა, თქვენც რომ გკითხოთ?", პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ერთიანი გუნდია.

 

"თქვენთვის რა უფრო მნიშვნლოვანია, დააფიქსიროთ განსხვავებები თუ ერთი რაღაც მკაფიო განცხადება? ამიტომ მე მჭირდება, რომ საქართველოს მთავრობა წარდგეს საზოგადოების წინაშე ერთიანი პოზიციით. ამას აყალიბებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მკითხეთ აფხაზეთზე, გპასუხობთ? მკითხეთ ცხინვალზე, გპასუხობთ? მკითხეთ რელიგიაზე, გპასუხობთ? რაც მე მევალება, გპასუხობთ. ჯანდაცვაზე ვერ გიპასუხებთ, კულტურაზე ვერ გიპასუხებთ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე ვერ გიპასუხებთ. გაუშვით ყველაფერი, ვისწავლოთ ნორმალური ურთიერთობა. მე ვარ მთავრობის წევრი და ვმუშაობ მთავრობის კონტექსტში. მთავრობის პოზიცია ჰკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !