ქართველი პოლიტიკოსის გიორგი ვაშაძის მონაწილეობით მსოფლიოში ცნობილი კურიოზი განმეორდა: უკრაინული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბავშვი გამოჩნდა.
შეგახსენებთ, მსგავსი ფაქტი ცოტა ხნის წინ ბი-ბი-სის ეთერში მოხდა, როცა ინტერვიუს დროს ოთახში პროფესორ რობერტ კელის შვილები შევიდნენ. ისინი დედამ სასწრაფოდ გაიყვანა ოთახიდან, კურიოზმა კი საკმაოდ გაამხიარულა წამყვანი. ამ დღის შემდეგ კელის პატარები ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ.