ოლიმპიელი, რომლის ოჯახმა სამართალი ვერ იპოვა, იმედოვნებს, რომ მის პოვნას ივანიშვილის დახმარებით შეძლებს

Image

ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. იგი წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ აბრამაშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა.

 

"აფხაზეთის ხმამ" ამ საკითხზე ექსკლუზიური ინტერვიუ იასონ აბრამიშვილის მამასთან უკვე გამოაქვეყნა, სადაც ის დეტალებზე ჰყვებოდა, ახლა კი მისი შვილს, იასონ აბრამიშვილს სამართლიანობის აღდგნეში ბიძინა ივანიშვილის დახმარების იმედი აქვს.

 

იასონ აბრამიშვილი წერს:

 

როცა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს მიეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ პატივს ვცემთ ოლიმპიურ პროცესს. ოლიმპიური სულისკვეთება პოზიტივის მომტანია მთელი კაცობრიობისათვის და არა მარტო იმ ქვეყნისათვის, სადაც ის ტარდება. განაცხადა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ბ/ნო ბიძინა, ჩემთვის როგორც სპორტსმენისათვის ძალზე დიდი პატივი ოყო და არის ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, როგორიც ზამთრის ოლიმპიადაა, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პირველი პირის განცხადებით ოლიმპიური სულისკვეთება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივის მომტანია კაცობრიობისათვის.

 

საზოგადოდ ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ორად იყო გაყოფილი, რაც სპორტსმენისათვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, ეს არ ყოფილა ხელის შემშლელი ჩემთვის, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენისთვის, რომ შემართება შემენარჩუნებინა.

 

სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენს ოლიმპიადაზე გამგზავრების დღეს საკუთარ პრობლემებზე უწევს საუბარი. მე ოლიმპიადის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მიწევდა პასუხის გაცემა.

 

ზუსტად, ჩემი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინა დღეებში გოგი თოფაძემ მედიასაშუალებებს მისცა ცილისწამებლური ინტერვიუ.

 

ვახდენ ციტირებას მის ერთ–ერთ საგაზეთო ინტერვიუდან „ის (იასონ აბრამიშვილი) პასუხისგებაშია მიცემული. მაგის საქმე ძიებაშია. იმის გამო, რომ არაერთხელ მოიტყუა ტელეეთერით, მოუწევს პასუხისგებაც, საქართველოს დროშას ეგ ვეღარ წაიღებს, რადგან მალე მოედავებიან და პასუხი უნდა აგოს.“

 

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, კერძოდ 2008 წლის 4 აგვისტოს და ამავე წლის 4 დეკემბერს სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ და მისმა ოჯახმა ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა (რისი მტკიცებულებაც არსებობს), აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2012 წლის თებერვლის თვეში რა დროსაც განცხადებით მივმართე გამოძიებას და მოვითხოვე ობიექტური გამოძიების ჩატარება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დღემდე გამოძიება უმოქმედობით გამოირჩევა. ეს ყოველივე კი გულს მტკენს, რადგან დღემდე სანთლით მიწევს სამართლის ძებნა.

 

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ სამართლიანობის აღდგენით დაიმედებულმა იმავე წლის 26 დეკემბერს დამატებით მივმართე გამოძიებას განცხადებით და მოვითხოვე საქმის ობიექტურად გამოძიება. თუმცა ჩემს მიმართვას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია

 

ამის შემდეგ ჩემი ადვოკატების მიერ 2013 წლის აპრილის თვეში პროკურატურის სახელზე კვლავ იქნა წარდგენილ ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც გამოძიებას დაეხმარებოდა საქმის გამოძიებაში და სიმართლის გარკვევაში, თუმცა მასაც რაიმე სახის სახის სამართლებრივი შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

 

ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ იმედი მქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გაიკვეოდა, თუმცა ბ/ნ გოგი თოფაძე აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და მედია საშუალებებში ღიად გვემუქრება მე და ჩვენს ოჯახს.

 

ჩემი მოთხოვნაა წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და თუ სამართლიანი გამოძიების პირობებში აღმოჩნდება, რომ მე ან ჩემი ოჯახის წევრები არ ვართ მართლები მზად ვარ პასუხი ვაგო.

 

ბ/ნო ბიძინა, იმედს ვიტოვებ, თქვენ ,როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქის ინტერესების თავგამოდებული დამცველი (რაც არაერთხელ დაამტკიცეთ უახლოეს წარსულში), დაინტერესდებით ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის იასონ აბრამაშვილის პრობლემით, გულდასმით შეისწავლით თოფაძეებსა და აბრამაშვილებს შორის არსებულ დავას და როგორც საქართველოს მოქალაქეს გვერდში დამიდგებით სამართლიანობისათვის ბრძოლაში."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !