
კიევის სამთავრობო კვარტალში შენობათა სახურავებზე სპეცრაზმის ეკიპირებით სნაიპერები გამოჩნდნენ. იარაღის სახეობის გარჩევა შეუძლებელია, თუმცა განცხადება იმის თაობაზე, რომ სახურავებზე სნაიპერები არიან, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
მოგვიანებით სახურავებზე რამდენიმე ფარიანი აქტივისტი ავიდა და სპეცრაზმელებს აიძულა, ტერიტორია დაეტოვებინათ.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, „ბერკუტმა“ რადას მისადგომები გაწმინდა და აქტივისტების დაკავება დაიწყო, ხოლო რადაში დეპუტატები ბჭობენ, განიხილონ თუ არა 2004 წლის კონსტიტუციის შემოღების საკითხი.