ექსკლუზივი: გოგი თოფაძეს ყოფილი ბიზნესპარტნიორი თაღლითობასა და გამოძალვაში ადანაშაულებს

Image

ბაკურიანში სასტუმრო კომპლექს „დიდველის“ მშენებლობასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს გოგი თოფაძეს ფინანსურ მაქინაციებსა და ბიზნესის უკანონოდ მითვისებაში სდებენ ბრალს.

 

როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, თოფაძე სასტუმრო კომპლექსს პარტნიორთან, ვალერი აბრამაშვილთან ერთად აშენებდა. „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას ვალერი აბრამაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესის 50 პროცენტი მის შვილზე, იოსებ აბრამაშვილზე, 50 პროცენტი კი გოგი თოფაძის შვილზე ირაკლი თოფაძეზე იყო გაფორმებული, თუმცა პროექტის განვითარება, ინვესტიციის ჩადება გოგი თოფაძესა და ვალერი აბრამაშვილზე იყო დამოკიდებული.

 

„დიდველის“ მშენებლობა და განვითარება 2004 წელს დაიწყო. მე და გოგი თოფაძე პარტნიორები ვიყავით. პირველი სართულის ამოყვანის შემდეგ, მშენებლობა დროებით შეჩერდა.

 

2007 წელს მე დამაკავეს, მაშინ ბორჯომის საკრებულოში ვმუშაობდი, მანამდე ბაკურიანის გამგებელი ვიყავი. ამ დროისათვის მე, ჩემი პირადი ფულადი სახსრებიდან 146 ათასი დოლარი უკვე დახარჯული მქონდა.

 

დაკავების შემდეგ, ადვოკატის მეშვეობით ჩემს ოჯახს შევატყობინე, თოფაძისთვის გადაეცათ, რომ ჩემი 50 პროცენტიანი წილი შეესყიდა და მშენებლობა გაეგრძელებინა, თუმცა, მან უარი თქვა და მიზეზად ვალები დაასახელა.

 

ისიც კი თქვა, ნეტავ ჩემს წილსაც ვინმე იყიდდესო. შემდეგ ასეთი წინადადება შევთავაზეთ, მის ფიქტიურ მფლობელობაში გადასულიყო ჩემი წილი, რასაც სიხარულით დათანხმდა.

 

გააკეთეს ნასყიდობის ხელშეკრულება, 49 პროცენტი გადაიფორმეს, ერთი პროცენტის მფლობელი კი ჩემი შვილი, იოსებ აბრამაშვილი დარჩა. გადაფორმებისთვის აუცილებელი თანხაც კი ჩემს ოჯახს გადაახდევინა“, - აცხადებს „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას აბრამაშვილი.

 

მისივე განმარტებით, იგი სამ თვეში გაათავისუფლეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი გოგი თოფაძესთან ერთად კვლავ განაგრძო „დიდველის“ მშენებლობა:

 

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი ვინც მოვიდა ჩემთან, ეს გოგი თოფაძე და მისი მეუღლე იყვნენ. გადავწყვიტეთ მშენებლობა გაგვეგრძელებინა. 2011 წლამდე მშენებლობა რეგულარულად მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე 300 ათასი ლარი ჩავდე, 250 ათასი ბანკიდან კრედიტი ავიღე. თუმცა, ერთ დღეს თოფაძემ თბილისში დამიბარა და მითხრა, რომ ეს ბიზნესი უნდა გაგვეყიდა, რადგან ვალები ჰქონდა. მე დავთანხმდი, მხოლოდ ერთი პირობით, ჩემს მიერ ჩადებული ფულადი ინვესტიცია, უკან უნდა დაებრუნებინა“, - აცხადებს აბრამაშვილი.

 

ბიზნესმენის განმარტებით, ამ საუბრის შემდეგ იგი საჯარო რეესტრში წავიდა და აღმოაჩინა, რომ თოფაძეს 2008 წელს კანონდარღვევით ის ერთი პროცენტიც გადაფორმებული ჰქონდა, რომელიც იოსებ აბრამაშვილის მფლობელობაში იყო:

 

„საჯარო რეესტრიდან კვლავ თოფაძესთან დავბრუნდი და მიზეზი ვკითხე, მან კი მიპასუხა, ბანკის ვალი ჰქონდა და ჩემი და მისი წილიც ბანკმა წაიღოო. თუმცა, როგორც გავარკვიე, 100 პროცენტის მეწილე თოფაძეების ოჯახი იყო, ეს ტყუილითა და კანონდარღვევით მოახერხა. 80 პროცენტი მის მფლობელობაში, 20 პროცენტი კი მისი შვილის მფლობელობაში იყო“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

 

აბრამაშვილის განცხადებით, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, გააჩნია ყოველგვარი მტკიცებულება მისი პოზიციის დასამტკიცებლად, თუმცა მისივე თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიებისგან თავს იკავებს.

 

„სანამ პარლამენტში შევიდოდა, მიწას ვერ იმტკიცებდა, შესვლის შემდეგ კი რაც გააკეთა, პირველ რიგში ეს პრობლემა მოიგვარა. ყოველგვარი მტკიცებულება მაქვს ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. სარჩელის შეტანის შემდეგ, ჩემი მხარე, სრული წარმომადგენლობით დაიკითხა, თუმცა არც თოფაძე, არც მისი შვილი და არავინ მათი მხრიდან გამოძიებას არ დაუბარებია.

 

თუ მას რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს პროკურატურას და მე აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, დავამტკიცებ იმას, რომ გოგი თოფაძე არის მარტყუარა.

 

რომ ვიცოდე, ხვალ დამხვრეტენ, მაინც ბოლომდე ვარ წამსვლელი იმის დასამტკიცებლად, რომ თოფაძე აფერისტი და გამომძალველია“, - აცხადებს აბრამაშვილი.

 

„აფხაზეთის ხმა“ ვალერი აბრამიშვილთან ინტერვიუს ჩაწერისთანავე ცდილობდა, გოგი თოფაძის პოზიციასაც გასცნობოდა. მობილურ ტელეფონზე დაკავშირების შემდეგ გოგი თოფაძემ გვკითხა, რა საკითხზე გვსურდა საუბარი, ხოლო პასუხის მიღების შემდეგ ნახევარ საათში დაკავშირება ითხოვა იმ მიზეზით, რომ სასწრაფო თათბირზე იყო წასასვლელი. მომდევნო საათების განმავლობაში პარლამენტის წევრმა „აფხაზეთის ხმის“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

 

ანანო კვაჭანტირაძე

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !