კალიფორნიის შტატის ქალაქ გარდენ გროვის მცხოვრებ ქალბატონს სამუდამო პატიმრობა, ქმრისთვის სასქესო ორგანოს მოჭრის გამო მიუსაჯეს.
50 წლის კეტრინ კიუმ აღნიშნული ქმედება 2011 წელს მას შემდეგ ჩაიდინა, რაც მეუღლესთან ოფიციალურად გაყრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. კიუს ქმარმა გაყრისთვის საჭირო დოკუმენტები ინცინდენტამდე ორი თვით ადრე მოამზადა.
გამძვინვარებულმა ქალბატონმა, მეუღლეს სასმელში დასაძინებელი საშუალება ჩაუყარა, შემდეგ საწოლზე მიაბა, ხოლო გამოფხიზლების შემდეგ ქმარს სასქესო ორგანო მოაჭრა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
სამართალდამცავებს ამერიკელმა ქალბატონმა განუცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებას არ ნანობს, რადგან მისმა მეუღლემ დასჯის მსგავსი მეთოდი დაიმსახურა.
კიუს ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ქალბატონს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რაც ბავშვობაში მასზე ძალადობით იქნა გამოწვეული. მიუხედავად აღნიშნული პრობლემისა, დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, შესაძლოა, ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლონ. ოღონდ, მანამდე, მინიმუმ, შვიდი წელი უნდა გავიდეს.