როგორ შეიცვალა თინა ხიდაშელის ცხოვრება კორონა ვირუსის შემდეგ

Image

თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა.

 

ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა…

 

თინა ხიდაშელი თავად ჰყვება თავისი ავადმყოფობის უმძიმეს ისტორიას – იმდენად მძიმეს, რომ ამბობ, საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას სიკვდილი მირჩევნიაო. ექიმების თქმით, უამრავმა გართულებამ, რომელიც ათეულობით სხვადასხვა პაციენტში ცალ-ცალკე უნახავთ, თინა ხიდაშელის შემთხვევაში ერთ ადამიანში მოიყარა თავი.

 

მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა სახეზე, რომელიც შეშუპებული აქვს. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ სცვივა, უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.

 

ეს საყურადღებოკ, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან ოჯახის წევრების და, განსაკუთრებით, მეუღლის დახმარებით გადალახა.

 

თეა ადეიშვილმა, რომელმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: „საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდა“. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა.

 

დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა –  მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება.

 

თინა ხიდაშელმა ეს შეძლო. კო­ვი­დის­გან და­ტო­ვე­ბულ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე მან „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში“ ისა­უბ­რა:

„ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ მე ვარ პირ­ვე­ლი წყა­რო ამ ოჯახ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­გან ვირუ­სი, რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლით წა­ვი­და და მათ­თან (ოჯა­ხის წევ­რებ­თან) მი­მარ­თე­ბა­ში ისე­თი ძლი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა და ყვე­ლა­ნი მარ­ტი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­თხე დი­ლას უკვე ად­გო­მაც კი გა­მი­ჭირ­და. ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა და და­თომ ხელი მომ­კი­დეს და ძა­ლით წამიყვანეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და დამ­სვეს სკამ­ზე. ამის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი.

აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ამ მა­ღა­ლი სი­ცხის­გან. რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის, ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა სა­ხე­ზე და აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, გა­სი­ე­ბუ­ლი ჯატასტროფულად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­ უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი, რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

თმა არ ამომ­დის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმი­ტომ, რომ ოთხი თვის წინ შე­ვი­ღე­ბე თმა და არ მაქვს არც ერთი სან­ტი­მეტ­რი და მი­ლი­მეტ­რი თეთ­რი თმა.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სახ­სრე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთხი თვე ცხოვ­რობთ კან­კა­ლით, სულ გა­კან­კა­ლებთ, ში­ნა­გა­ნი კან­კა­ლით და ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირდებოდა, რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

 

არ იფიქროთ, რომ რამე დაგიცავთ, რომ მაქსიმალურად გაფრთხილდებით და კორონავირუსი არ შეგხვდებათ. გამორიცხულია, ეს ვერ გიშველით, მხოლოდ აცრა დაგიცავთ, – აფრთხილებს თანამოქალაქეებს თინა ხიდაშელი სიუჟეტის ბოლოს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !