
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 4 ივნისს გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს ლილიბეტ დაიანა დაარქვა, ოფიციალურად კი ლილიბეტ (ლილი) დაიანა მაუნტმატე-უინძორი.
გოგონა პარასკევს, ოთხ ივნისს, 11:40 საათზე, სანტა ბარბარას კლინიკაში დაიბადა. ლილიბეტი 3,100 გაჩნდა. ამჟამად დედაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს და უკვე სახლშიც გაეწერნენ.
წყვილმა სახელი ლილი მისი უდიდებულესობის, დედოფლის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლის ოჯახური მეტსახელიც არის ლილიბეტი. მისი მეორე სახელი კი შეარჩიეს საყვარელი ბებიის, უელსის პრინცესის საპატივცემულოდ.
ცნობისთვის, ეს წყვილისთვის მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰასისონი მაუნტმატე-უინძორი. ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოებას მადლობას უხდის თბილის სურვილებისა და მილოცვისთვის.
წყვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: ოთხ ივნისს ჩვენ გავხდით ქალიშვილის, ლილის მოვლენის ღირსები. ის არის უფრო მეტი ჩვენთვის, ვიდრე წარმოვიდგენდით. მადლიერები ვართ სიყვარულისა და მილოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ. გმადლობთ მუდმივი სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ოჯახისადმი გამოგიჩენიათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე როგორც მისი ძმა, არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.
ჰარიმ და მეგანმა ოპრასთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.
სამეფო წყვილმა მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა იგივე დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.