"სნო" - გამაგრილებელ სასმელს ახალი არომატები დაემატა

Image

ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მიყვება დამეთანხმება, რომ აუცილებელია მივიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი და ხილი, განსაკუთრებით კი ზაფხულში. პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნოა, როდესაც წყლის და ხილის მიღება ერთად არის შესაძლებელი.

 

ამისათვის კომპანია „სნო“ გვთავაზობს წყალს ხილის გემოთი. ეს არის გამაგრილებელი სასმელი,რომელიც არ შეიცავს შაქარს.სნომ ჩამოასხა წყალი ლიმონის არომატით, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებსა თუ მინერალებს და თან ახლავს ლიმონის სასიამოვნო, გამაგრილებელი არომატი. როდესაც პრიორიტეტულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და წყლის ბალანსი ორგანიზმში, პროდუქტი შაქრისა და კალორიების გარეშე, განსაკუთრებული გამაგრილებელი გემოთი, მომხმარებელმა ძალიან სწრაფად შეიყვარა.

 

ახალი წამოწყების წარმატებამ აჩვენა, რომ ბაზარზე არომატიზირებული წყლის მოთხოვნა დიდია, სწორედ ამიტომ გადაწყდა 10 წლის იუბილე  მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღნიშნულიყო.

ასე დაემატა მინერალებით გაჯერებულ წყალს ორი ახალი არომატი - ვაშლი და საზამთრო, და  ასევე ნესვის მიქსი.

 

photoes.jpg

 

შეფუთვის დიზაინზე ზვიად ციკოლიამ იმუშავა, რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვოდა საინტერესო სამუშაობი, რომელიც საწარმოში საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად  მიმდინარეობდა.

 

მოგეხსენებათ რეცეპტურის შექმნა საკმაოდ  შრომატევადი პროცესია. კომპანია „ სნოს“თანამშრომლები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სწავლობდნენ თითოეული კომპონენტის თვისებებს, ინგრედიენტების თავისებურებებს და ცდილობდნენ მომხმარებლამდე, სასურველი, ბალანსირებული ერთიანი გემოსა და არომატის მიტანას. „სნომ“  როგორც ყოველთვის არ უღალატა ტრადიციებს და მხოლოდ სასარგებლო მინერალებით აგვავსო.

 

თამარ დავითაია - ხარისხის მართვის და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი:„პროდუქტის კონკურენტუნარიანობას ზრდის  ბუნებრივი დამატკბობებელი  სტევია (MultiSweet® Stevia), რომლის დამატებამ სასიამოვნო სიტკბო შემატა სასმელს. წარმოების, ნედლეულისა და მასალების, გარემო პირობების მკაცრი კონტროლი, მზა პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება, შენახვის ვადის განმავლობაში პროდუქტის ხარისხის შეფასება, უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.“

 

მინდა შეგატყობინოთ ,რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ უკვე წარმატებული პროექტი ჩვენთან პირველად სწორედ სნომ 2019 წელს განახორციელა.

ლევან შავლაყაძე - მარკეტინგის ხელმძღვანელი: „სასმელების ინდუსტრიაში არომატიზირებული წყლის  ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება. ბოლო დროს მომხმარებელი ბევრად მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას. მან ზუსტად იცის რომელი საკვები და ნივთიერებებია მისთვის კარგი და რომელზეა უკეთესი უარის თქმა. ნაკლები კალორია, ნაკლებად ტკბილი, ბუნებრივი და ჯანსაღი- ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ორიენტირებულია მომხმარებელი და ჩვენი კომპანია. "სნო" მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს - მხოლოდ ნატურალურ არომატიზატორებზე, მხოლოდ ბუნებრივ დამატკბობელზე დამზადებულ გამაგრილებელ და გემრიელ  არომატიზირებულ წყალს.“ 

 

მომხმარებლები ისევე შეიყვარებენ ახალ არომატებს, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც სნო ლიმონის არომატით გამოჩნდა. ვაშლის, ნესვისა და საზამთროს არომატებიც ხომ სწორედ მომხმარებლების შერჩეულია. აქ კიდევ არაერთხელ დაამტკიცებენ, რომ წყალი არის სნო!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !