
ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილმა თავის ინსტგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მიუთითა, რომ ახალ მუსიკალურ ვიდეოს გვთავაზობს, სახელად: "სიმღერა მაგარი რამეა". სიმღერაში შემდეგ სიტყვებსაც მოისმენთ: "ლამაზი გოგო ცეკვავს ჩემ წინ და სიყვარულით მთვრალია"..
კლიპში მონაწილეობას იღებს ყველასათვის ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც, რომელიც ჩვეულ ფორმაშია.
სალომეს გამოჩენა გამომწერებს ძალიან გაუხარდათ და რასაც დადებითი კომენტარები მოყვა.. მოცეკვავემ ვიდეოს ნაწილი პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, შემდეგი აღწერით: "იხილეთ კლიპის მონაკვეთი. სიყვარულის ადამიანი ხარ."