
2 მაისს, რუსი მოდელი 35 წლის ირინა შეიკი პაპარაცებმა ქალიშვილთან, 3 წლის პატარა ლეასთან ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დედა-შვილს მალევე ბრედლი კუპერიც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ წყვილი წინა წელს დაშორდა, თუმცა ისინი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და პატარა ლეას ერთად ზრდიან.