
გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა , რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახი სატელევიზიო შოუს – Keeping Up with Kardashians-ს ხურავს და როგორც ჩანს, ბოლო ეპიზოდებისთვის საკმაოდ ემოციურ კონტენტს გვთავაზობს. რამდენიმე საათის წინ, სეზონის ბოლოს წინა ეპიზოდი გავრცელდა, რომელშიც კიმ კარდაშიანი დანგრეული ოჯახის შესახებ საკმაოდ ემოციურად საუბრობს.
“ამის გაგრძელება აღარ შემიძლია. რატომ ვარ ისევ იმ ადგილზე, სადაც ბოლო რამდენიმე წელიაა უიმედოდ გავიჭედე? ის (კანიე) ყოველ წელს იცვლის შტატს, მე კი უბრალოდ ვცდილობთ ერთად გავზარდოთ ბავშვები,” – ამბობს ის დებთან საუბრის დროს.