
ცნობილმა, სახელოვანმა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს და სწავლობს, BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი მოიგო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირმა თვითონვე ავრცელებს.
"სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი ,I პრემია და ყველა სპეც. პრიზი (მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის) 17 ივნისს, გავმართავ სოლო კონცერტს Brucknerhaus-ში (ავსტრია)" - წერს პიანისტი.
სასიხარულო ინფორმაცია "ფეისბუქზე" გააზიარა პიანისტის დედამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმაც.